მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (რა არის ტალღები?)

პლანეტა დედამიწა (რა არის ტალღები?)

ტალღები ქარისაგან წარმოქმნილი წყლის „ნაოჭებია“. ზღვაში მქროლავი ქარი წყალზე რგოლებს წარმოქმნის. თუ ქარი არ ჩერდება, მაშინ რგოლები სულ უფრო იზრდება და ბოლოს ტალღებად გადაიქცევა.  წყალი, ერთი შეხედვით, თითქოს წინ მიედინება, მაგრამ სინამდვილეში აღმა-დაღმა ირწევა.

ტალღა ასეულობით კილომეტრს გადის. ნაპირთან მიახლოებისას მაღლდება და იმსხვრევა. ტალღის ზომა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერია ქარი და რა მანძილი გამოიარა ტალღამ. ძლიერი ქარიშხლის დროს უზარმაზარი ტალღები წარმოიქმნება, რომლებსაც გემების ჩაძირვაც კი შეუძლია. მაღალ გიგანტურ ტალღებს, რომლებსაც მიწისძვრები და წყალქვეშა ვულკანები იწვევს, ცუნამი ჰქვია.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: