მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (თეთრი ღამეების ქვეყანა)

პლანეტა დედამიწა (თეთრი ღამეების ქვეყანა)

დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს. ბრუნვისას ოდნავ დახრილია მზისკენ. სწორედ ამის გამო იცვლება წელიწადის დროები. დედამიწის ჩრდილოეთსა და სამხრეთში ყოველთვის ერთმანეთის საპირისპირო წელიწადის დროა. როცა ერთში ცხელი ზაფხულია, მეორეში ცივი და ყინვიანი ზამთარია.

დედამიწის დახრილობის გამო მზის სხივები ჩვენი პლანეტის ჩრდილოეთსა და სამხრეთს პირდაპირ არასოდეს ეცემა. ამიტომაც იქ მუდამ ყინავს. ზამთარში იქ მთელი დღე-ღამის განმავლობაში ბნელა, ზაფხულში კი მზე ღამითაც ისევე ანათებს, როგორც დღისით.

 

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: