მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (რა არის წყალი?)

პლანეტა დედამიწა (რა არის წყალი?)

წყალი სითხეა. მას საკუთარი ფორმა არ აქვს და იმ ჭურჭლის ფორმას იღებს, რომელშიც ასხია. როცა წყალი ჭიქაშია, ის ჭიქის ფორმას იღებს. თუ წყალი იატაკზე დაიღვარა, ყველა მიმართულებით მიედინება, რადგან ვეღარაფერი აკავებს, რაც ფორმას შეუნარჩუნებდა.

წყლის გუბე მზიან ამინდში შრება, მაგრამ სინამდვილეში წყალი არ ქრება. გუბე პაწაწინა წვეთებად გადაიქცევა. ამ წვეთებს ორთქლი ჰქვია. ის ჰაერში ადის, ესე იგი, ორთქლდება.

ორთქლი თბილ ჰაერთან ერთად მაღლა ადის და გზაში ცივდება. დიდ სიმაღლეზე კი ყინულის ნაწილაკებად გადაიქცევა. როცა ასეთი ნაწილაკები  დაგროვდება, ღრუბელი წარმოიქმნება. ალბათ, შეგიმჩნევიათ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ღრუბელი, რომელსაც ღრუბლის ქულას ეძახიან. ღრუბლიდან წვიმა მოდის და წყალი ისევ ბრუნდება დედამიწაზე.

 

 

 

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: