მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ჰაერი)

პლანეტა დედამიწა (ჰაერი)

დედამიწას გარშემო ჰაერის ფენა აკრავს, რომელსაც ატმოსფერო ეწოდება. ჰაერი ყველგანაა, მაგრამ არ ჩანს. მას მხოლოდ მაშინ შევიგრძნობთ, როცა ქარი უბერავს. ქარი მოძრავი ჰაერია.

ჰაერს არანაირი ფორმა არ აქვს. ის ყველგანაა და ყველა მიმართულებით ვრცელდება. ბუშტი რომ მეტისმეტად გავბეროთ, გასკდება, რადგან ჰაერი მის კედლებს შიგნიდან ძლიერად აწვება. საჰაერო ბურთი მაღლა იმიტომ ადის, რომ ჰაერი ბურთის შიგნით უფრო თბილი და მსუბუქია, ვიდრე მის გარეთ.

ზოგჯერ ჰაერი საგნებს სითბოს უნარჩუნებს. შალის ტანსაცმელი თბილია, რადგან მის უწვრილეს ნაწილებში ბევრი ჰაერია. ფრინველები ზამთარში ბუმბულს იმიტომ იჩეჩავენ, რომ შიგ მეტი ჰაერი დაიგროვონ და თბილად იყვნენ.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: