მეორე საფეხური
» სხვადასხვა (მითები)

სხვადასხვა (მითები)

დიდი ხნის წინათ ადამიანებმა უცნაური ამბები იმისთვის გამოიგონეს, რომ მათთვის გაუგებარი მოვლენები აეხსნათ. მაგალითად, მათ არ ესმოდათ, როგორ ჩნდებოდა ჭექა-ქუხილი, რატომ წვიმდა ან რა იყო თოვლი, რატომ ჩნდებოდა ცაზე ღამით ვარსკვლავები. ამ გამოგონილ ამბებს მითები უწოდეს.

ძველი ბერძნული მითების უმრავლესობა ღმერთების შესახებაა. ბერძნებს სწამდათ, რომ ღმერთები ადამიანის სახით ჩამოდიოდნენ დედამიწაზე და თავიანთ საქმეებს აგვარებდნენ. ზევსი, მთავარი ღმერთი, მტრებს დასაშინებლად საშინელ ჭექა-ქუხილს მოუვლენდა ხოლმე.

ჩრდილოამერიკული მითები კი ქვეყნიერების შექმნის ისტორიას მოგვითხრობს. ამ მითების მიხედვით, სამყარო ყორანმა გააჩინა. მან ხმელეთის შესაქმნელად ოკეანეში მძიმე ქვები ჩაყარა. მერე ხეები, ბალახი, თევზები, ფრინველები და ცხოველები გააჩინა. ბოლოს თიხისა და ხის ნაჭრებისაგან კაცები და ქალები გამოძერწა.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: