მეორე საფეხური
» სხვადასხვა (ძველი ეგვიპტელები)

სხვადასხვა (ძველი ეგვიპტელები)

ძველი ეგვიპტელები მდინარე ნილოსის ნაპირზე ცხოვრობდნენ. ეგვიპტელები ტილოს გრილ ტანსაცმელს იცვამდნენ. მდიდრები პარიკს, ოქროსა და ნახევრადძვირფასი ქვების სამკაულებს ატარებდნენ. დიდ ნადიმებს მართავდნენ. სტუმრებს კი მუსიკოსები, მომღერლები, მოცეკვავეები, აკრობატები და ჯამბაზები ართობდნენ. ისინი ბრძოლის დროს საბრძოლო ეტლებს იყენებდნენ.

ბავშვები ტყავის ბურთებითა და ხისა თუ სპილოს ძვლისგან დამზადებული სათამაშოებით თამაშობდნენ. ხის ხმლებით ერთმანეთს ფარიკაობაში ეჯიბრებოდნენ.

ეგვიპტელი მეფეები, რომელთაც ფარაონებს უწოდებდნენ, სიცოცხლეშივე აშენებდნენ უდაბნოში სამუდამო განსასვენებელს - პირამიდებს. პირამიდები, მსოფლიოს შვიდ საოცრებას შორის ერთ-ერთია.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: