მეორე საფეხური
» სხვადასხვა (გამოქვაბულის ადამიანები)

სხვადასხვა (გამოქვაბულის ადამიანები)

ჩვენი წინაპრები გამოქვაბულის ადამიანები იყვნენ. ისინი ქვის იარაღით ნადირობდნენ, თევზს იჭერდნენ, კენკრასა და მარცვლეულს აგროვებდნენ. მათი იარაღი კაჟისა და ძვლისაგან იყო გაკეთებული. ზოგი გამოქვაბულისგან მოშორებით ნადირობდა. ისინი კარვებში ცხოვრობდნენ. კარვებს ცხოველის ტყავისაგან ამზადებდნენ.

გამოქვაბულის ადამიანები პირველი მკერავები იყვნენ. ისინი ტყავისაგან ძვლის ნემსებით ტანისამოსს კერავდნენ. ტანსაცმელს ზოგჯერ შეღებილი კენჭებით რთავდნენ ან ზედ გახვრეტილ ნიჟარებს აკერებდნენ.

სამკაულად ტყავის თასმაზე ასხმულ ნანადირევის კბილებს, სპილოს ძვალს ან ფერად ქვებს იყენებდნენ.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: