მეორე საფეხური
» სხვადასხვა (ადამიანის ისტორია)

სხვადასხვა (ადამიანის ისტორია)

ჩვენი წინაპრები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ, ქვის იარაღებით ნადირობდნენ და ცეცხლის ანთებაც შეეძლოთ.

როგორც ამბობენ, პირველად შუმერებმა ააშენეს სოფლები, რომლებიც შემდეგ გაიზარდა და დიდ, გალავნიან ქალაქებად იქცა, ყველა ქალაქის ცენტრში ტაძარი იდგა. შუმერები ბორბლებს იყენებდნენ და მათ ერთ-ერთმა პირველებმა გამოიგონეს დამწერლობა.

ძველი ეგვიპტელები ჩვენნაირ კალენდარს იყენებდნენ. მათ მოიგონეს წყლის საათი, დაამზადეს ქაღალდი. ეგვიპტელები მეფეებს, რომლებსაც ფარაონებს უწოდებდნენ, ხშირად პირამიდებში კრძალავდნენ.

ძველი ბერძნები კი დიდი მოქანდაკეებით, მწერლებითა და ექიმებით არიან ცნობილნი.

ძველმა რომაელებმა მრავალი ქალაქი ააშენეს და სავაჭრო გზები გაიყვანეს. მათ ძლიერი ჯარი ჰყავდათ.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: