მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ფრინველები)

პლანეტა დედამიწა (ფრინველები)

ყველა ფრინველს ფრთები აქვს და უმეტესობა დაფრინავს კიდეც. ფრინველს, რომელსაც ფრენა არ შეუძლია (როგორც, მაგალითად, აფრიკულ სირაქლემას) მტრისაგან გაქცევაში ძლიერი ფეხები ეხმარება.

ალბათ, გაინტერესებთ, როგორ დაფრინავენ ფრინველები.

ფრინველები ძალინ მსუბუქები არიან, რადგან ძვლები წვრილი და ჰაეროვანი აქვთ. მათი სხეული ისეა აგებული, რომ ფრენა შეძლონ. ზოგი ფრინველი იმდენად მძიმეა, რომ სანამ აფრინდება, დიდხანს უნდა ირბინოს და ფრთები იქნიოს. დიდი ფრინველები ფრთებს შლიან და ძალიან ნელა იქნევენ. საკვების ძებნაში ჰაერის ნაკადს სრიალით მიჰყვებიან. პატარა ჩიტები ფრთებს ჩქარ-ჩქარა იქნევენ. 

 

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: