მეორე საფეხური
» სხვადასხვა (სახლი ხეში)

სხვადასხვა (სახლი ხეში)

მრავალ არსებას შეუძლია ხეში, ხეზე ან მის მახლობლად ცხოვრება. თითოეულს საკუთარი ადგილი აქვს, ასე რომ, ისინი არ დაობენ იმ თავშესაფრისა და საკვებისათვის, რომელსაც ხე იძლევა.

დიდი ჭრელი კოდალა ხის ქერქს ხვრეტს და იქ ჩაბუდებული მწერებით იკვებება. ხავსისფერი პეპლები ხის ტოტებზე იმალებიან. მათ იმ ხავსის ფერი აქვთ, რომლითაც ხის ტანია დაფარული. ისინი ასე იცავენ თავს,  უჩინარნი ხდებიან. 

რუხი ციყვები ფოთლებით მოფენილ ბუდეში, ფუღუროში, ზრდიან თავიანთ პატარებს. 

გრძელყურა ღამურას  დღისით ფუღუროში თავდაყირა დაკიდებულს სძინავს.

ჭიაყელები ხიდან ჩამოცვენილ ფოთლებს ჭამენ, თხუნელები კი მიწაში სოროებს თხრიან და ჭიაყელებს მიირთმევენ.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: