მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ზღვის ფსკერი)

პლანეტა დედამიწა (ზღვის ფსკერი)

წარმოიდგინე: ზღვები რომ დამშრალიყო, ხმელეთისნაირ ფსკერს დავინახავდით, თავისი მთებით, დაბლობებითა და ხეობებით. მარჯნის რიფები ზღვის პატარა ცხოველების ჩონჩხებისგან წარმოქმნილი კლდეებია. ეს რიფები თბილ ზღვებში გვხვდება.

ზღვის ზედაპირზე ამოსული კუნძული წყალქვეშა მთის მწვერვალია. მსოფლიოში ყველაზე მაღალ წყალქვეშა მთას მაუნა კეა ჰქვია. ის ჰავაის კუნძულზე მდებარეობს.

ოკეანის ფსკერი ძნელი გამოსაკვლევია. იქ ძალიან ბნელა, რადგან მზის შუქი წყალში ვერ აღწევს. წყნარი ოკეანის უღრმეს მარიანას ღრმულში ჩაგდებულ ქვას საათზე მეტი მოუნდება, რომ ფსკერს მიაღწიოს.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: