მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ჯუნგლები)

პლანეტა დედამიწა (ჯუნგლები)

როგორია ჯუნგლები?

ჯუნგლებში ძალიან ცხელა და ყოველდღე კოკისპირულად წვიმს.

მცენარეები ჯუნგლებში ძალიან სწრაფად და მჭიდროდ იზრდება. მთელ მსოფლიოში ხეები იქ ყველაზე მაღალია, სხვა მცენარეები კი ჩვეულებრივი ხეების სიმაღლისაა.

ჯუნგლებში ისეთი ცხოველები და მცენარეებია, რომლებიც სხვაგან არსად გვხვდება. ბევრ მათგანს გადაშენების საფრთხე ემუქრება, რადგან ჯუნგლებს ჩეხავენ და ანადგურებენ.

ცხელი და ნესტიანი ჰავის გამო ჯუნგლებში ცოტა ხალხი ცხოვრობს. ადგილობრივი ტომები მცენარეებს აფარებენ თავს და ნანადირევით იკვებებიან.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: