მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ამინდი)

პლანეტა დედამიწა (ამინდი)

როგორ იქმნება ამინდი?

ამინდს სამი რამ ქმნის: მზე, ჰაერი და წყალი. მზე გვაძლევს სითბოს, ჰაერის მოძრაობა ქმნის ქარს, ხოლო წყალი ღრუბლების, წვიმისა და თოვლის სახით გვევლინება.

ვინ მოთვლის აქამდეც რამდენჯერ მოსულა წვიმა. მზე მილიონობით ლიტრ წყალს აორთქლებს ყოველდღე ზღვებისა და მდინარეების ზედაპირიდან. წყლის უმცირესი უხილავი წვეთები ორთქლის სახით ადის ცაში. როცა თბილი ჰაერი ზემოთ ადის, ცივდება. ორთქლის მილიონობით უმცირესი წვეთი ერთად გროვდება და ღრუბლებს წარმოქმნის.

როცა ჰაერი კიდევ უფრო გაცივდება, წყლის წვეთები მსხვილდება და მძიმდება, ღრუბლებში ვეღარ ჩერდება და მიწაზე წვიმად ჩამოედინება. თოვლის ფიფქები და წვიმის წვეთები ერთნაირად წარმოიქმნება, მაგრამ როცა ძალიან ცივა, წყალი ყინულის კრისტალებად იქცევა და ღრუბლებიდან თოვლის სახით მოდის.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: