მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (წელიწადის დროები - ზაფხული და შემოდგომა)

პლანეტა დედამიწა (წელიწადის დროები - ზაფხული და შემოდგომა)

ზაფხული წლის ყველაზე თბილი დროა. დღეები გრძელია და გვიანობამდე არ ბნელდება. ყვავილები ყვავის, ხეებზე ხილი მწიფდება, მინდვრად კი მარცვლეული ბიბინებს. ცხოველებსა და ფრინველებს აუარებელი საკვები აქვთ. ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს გარეთ ატარებენ და მზის სხივებით ტკბებიან.

შემოდგომაზე დღეები თანდათან მოკლდება და სულ უფრო ცივა. მცენარეები აღარ ყვავის, ფოთლები კი ნელ-ნელა ცვივა. ხეებზე და ბუჩქებზე ხილი და კენკრა უხვადაა. ყანებიდან მოსავალი აღებულია, მიწა მოხნულია.

ბევრი ცხოველი ზამთრისთვის სარჩოს იმარაგებს. ასევე იქცევიან ადამიანები სოფლად. ზოგი ფრინველი თბილ ქვეყნაში მიფრინავს.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: