მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (წელიწადის დროები - ზამთარი და გაზაფხული)

პლანეტა დედამიწა (წელიწადის დროები - ზამთარი და გაზაფხული)

ზამთარი წელიწადის ყველაზე ცივი დროა. დღეები მოკლეა და ადრე ბნელდება. ბევრ ქვეყანაში თოვლი და ყინვაა, მცენარეები ზრდას წყვეტენ და ხეებს ფოთლები სცვივა. ზოგ ცხოველს ხშირი ბეწვი ეზრდება, რომ არ შესცივდეს.

ზოგ ცხოველს კი მთელი ზამთარი სძინავს. ადამიანები თბილად იცვამენ და დროს უმეტესად შენობაში ატარებენ.

გაზაფხული წელიწადის ერთ-ერთი უმშვენიერესი დროა. დღე იმატებს და თანდათან თბება; ხეებს კვირტები გამოსდის; მცენარეები კვლავ ხარობს და ყვავილები ყვავის. ფრინველები თბილი ქვეყნებიდან ბრუნდებიან, ბუდეებს იშენებენ და კვერცხებს დებენ.

ცხოველები წყვილდებიან და შვილებს აჩენენ. 

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: