მეორე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (დრო - რატომ არსებობს დღე და ღამე?)

პლანეტა დედამიწა (დრო - რატომ არსებობს დღე და ღამე?)

იცით, როგორ წარმოიქმნება დედამიწაზე დღე და ღამე?

დედამიწაზე დღესა და ღამეს მზის სინათლე წარმოშობს. დედამიწის იმ მხარეს, რომელსაც მზის სხივები ვერ სწვდება, ღამეა. დედამიწის მზისკენ მიქცეულ მხარეს კი დღეა.

ვარსკვლავები დღისითაც ცაზეა, მაგრამ მათ ვერ ვხედავთ, რადგან მზის სინათლე ბევრად უფრო კაშკაშაა და მათ სინათლეს ახშობს. იმის გამო, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს, გვეჩვენება, თითქოს მზე აღმოსავლეთიდან ამოდის და დასავლეთით ჩადის.

დღე-ღამის ყოველ წუთს სადღაც, დედამიწის რომელიღაც კუთხეში მზე ამოდის ან ჩადის, შუადღეა ან შუაღამე.

 

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: