მეორე საფეხური
» წითელკუდა (ნაწყვეტი #5)

წითელკუდა (ნაწყვეტი #5)

ერთ მშვენიერ დღეს, უფრო სწორად კი - საღამოს (ხოლო მშვენიერი იყო თუ არა - ახლა ნახავთ), სამელიეთის გალავანს შიგნით ისეთი წრიალი ატყდა, რომ ცნობისმოყვარე ყვანჩალა ზიტამ ჩვეული სიფრთხილე დაივიწყა და გალავნის ქონგურს შემოაჯდა. აქედან უკვე კარგად ხედავდა, რომ მისთვის ახლა სამელიეთში არავის ეცალა: რაღაც საგანგაშო მომხდარიყო, მელიები მიმორბოდნენ და მხოლოდ დე ლა მელა, რომელსაც ზიტა უცდომლად ცნობდა უზარმაზარი და მბზინავი კუდით, აუჩქარებლად მიემართებოდა სასახლისკენ.

 

წითელკუდა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ზაზა აბზიანიძე