მეორე საფეხური
» წითელკუდა (ნაწყვეტი #4)

წითელკუდა (ნაწყვეტი #4)

ადრე კუდაგრძელები ჯერ კიდევ თავ-თავიანთ სოროებში ცხოვრობდნენ ტყეში, ნადავლის მეტ ნაწილს მგელი სევასტი ართმევდა. სევასტის არნახული მადა ჰქონდა, მაგრამ სოფლის ძაღლებისა ეშინოდა და მარტო მელიები ჰყავდა დაჯაბნილი - სადაც კი დაიგულებდა, პირიდანვე სტაცებდა ქათამს. რომელიმე მელათაგანი რომ გაჰქცეოდა კიდეც, გაწბილებული სევასტი სოროს აუწიოკებდა. მომხდარა, რომ ლეკვებიც კი მოუტაცია...

ისე იყო თუ ასე, მელათა მოდგმამ გნომებთან გარიგება არჩია. ახლა, ღამეული ნადირობის შემდეგ, მელაკუდები გარიჟრაჟზე წინასწარ დათქმულ ადგილზე ხვდებოდნენ ერთმანეთს და მამაცი დე ლა მელას წინამძღოლობით დარაზმულნი ამაყად შედიოდნენ თავიანთ ციხესიმაგრეში.

წითელკუდა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ზაზა აბზიანიძე