მეორე საფეხური
» წითელკუდა (ნაწყვეტი #2)

წითელკუდა (ნაწყვეტი #2)

თქვენ, ალბათ, გგონიათ, რომ ცნობილ ესპანურ კურორტზე, კოსტა ბრავოზე, უნდა მოგიყვეთ. არა და არა. ჩვენს გმირს მხოლოდ სახელის ჟღერადობა მიუგავს კოსტა ბრავოს. ანდა, მართალც, რა საერთო უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან გადაპრაჭულ საზღვაო კურორტს და მოუსვენარ კალიას, რომელსაც „კოსტა-ბრავო“ მეტსახელად თავისი გამორჩეულობისათვის შეერქვა.

სწორედ ამ გამორჩეულობაზე უნდა მოგითხროთ. კოსტა დანარჩენ კალიათაგან, პირველ ყოვლისა, თავისი გარეგნობით განსხვავდებოდა. ისინი პატარები და ნაცრისფერები იყვნენ, ეს კი - წარმოსადეგი და ხასხასა მწვანე. მაგრამ, რაც მთავარია, კოსტა ეზოს ჩემპიონი გახლდათ ხტომაში.

წითელკუდა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ზაზა აბზიანიძე