მეორე საფეხური
» წითელკუდა (ნაწყვეტი #1)

წითელკუდა (ნაწყვეტი #1)

როგორ გგონიათ, შეიძლება თუ არა, ყველაზე რომანტიკული მოგზაურობა ნაგვის ყუთში დაიწყოს? - შეიძლება, თუ პატარა ნაცრისფერი თაგვი ხარ და თან თეონა გქვია.

მოკლედ, ეს ჩვენი თეონა ნაგვის ყუთში შეყოვნდა და ნაგვმზიდში ამოყო თავი. კარგა ხანს იჭანჭყარა და ბოლოს უბნის ნაგავთან ტრიალ მინდორში აღმოჩნდა.

„რა საველურეთია, - გაიფიქრა სასოწარკვეთილმა, - არც კორპუსები, არც ნაგვის ბუნკერები... - ის-ის იყო, წამოიწყო: „ო, რა მარტო და მიუსაფარი დავრჩიო...“, რომ ცხვირწინ იქაური მინდვრის თაგვი, სახელად „წითელკუდა“ დაუსკუპდა.

- მანქანით ჩამობრძანდით? - ზრდილობიანად იკითხა მასპინძელმა.

- დიახ, ჩამომიყვანეს, - მიუგო თეონამ, თან გაიფიქრა, - რა იცის მანქანებისა ამ გაპუწულმაო...

წითელკუდა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ზაზა აბზიანიძე