მეორე საფეხური
» ილუსტრირებული ზღაპრები ბავშვებისათვის (ნაწყვეტი #4)

ილუსტრირებული ზღაპრები ბავშვებისათვის (ნაწყვეტი #4)

გაზაფხულის ერთ თბილსა და მშვენიერ დღეს იხვის ჭუჭული ტბაში ნებიერად დაცურავდა და უცებ სამ გედს მოჰკრა თვალი. მოუნდა, მათთან მიცურებულიყო, მაგრამ შეყოყმანდა: გედები ისეთი ლამაზები იყვნენ, თვითონ კი - ისეთი მახინჯი, რომ მიახლოებას, აბა, როგორ გაბედავდა!

კარგა ხანს იჭოჭმანა, ვერ გაიგო, როგორ მოქცეულიყო, მერე გამბედაობა მოიკრიბა და მათკენ გაცურა.

ამასობაში გედებმაც შეამჩნიეს, და, ფრთებგაშლილნი, მისკენ გამოექანნენ.

ჭუჭული მოიბუზა, იფიქრა, დაკორტნას მიპირებენო, მაგრამ გედებმა თავაზიანად დაუკრეს თავი.

ილუსტრირებული ზღაპრები ბავშვებისათვის

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი