მეორე საფეხური
» ილუსტრირებული ზღაპრები ბავშვებისათვის (ნაწყვეტი #3)

ილუსტრირებული ზღაპრები ბავშვებისათვის (ნაწყვეტი #3)

ერთ ქალს სულითა და გულით სურდა, ქალიშვილი ჰყოლოდა, მაგრამ ისეთი პაწია ქოხი ჰქონდა, რომ ჩვეულებრივი ზომის ბავშვს, აბა, როგორ დაიტევდა?!

„პაწაწინა უნდა იყოს, - ფიქრობდა ხოლმე ქალი, - სულ მთლად ნამცეცა“.

ბევრი იფიქრა, სად ვიშოვო ასეთი პატარა ბავშვიო, მაგრამ რომ ვერაფერი მოიფიქრა, ადგა, შორიახლო მცხოვრებ გრძნეულს მიაკითხა და თავისი გასაჭირი უამბო.

- ადვილი საქმეა, - უთხრა გრძნეულმა. მერე საკუჭნაოში იფათურა და ერთი ციცქნა თესლი გამოუტანა.

- წაიღე, -  უთხრა ქალს, - ყვავილის ქოთანში ჩარგე და ნახავ, რაც მოხდება.

ილუსტრირებული ზღაპრები ბავშვებისათვის

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი