მეორე საფეხური
» ილუსტრირებული ზღაპრები ბავშვებისათვის (ნაწყვეტი #2)

ილუსტრირებული ზღაპრები ბავშვებისათვის (ნაწყვეტი #2)

მეორე დღეს მეფეს ალიონზე გაეღვიძა.

მღელვარებისგან გული ყელში ებჯინებოდა. ჩავიდა საგარდერობო ოთახში და ფეიქრებს დაელოდა, აბა, როდის მომართმევენ ახალ სამოსსო.

ფეიქრებიც მალე გამოჩნდნენ.

მოდიოდნენ სახეგაბრწყინებულები და ტყავის დიდ ზანდუკს მოასვენებდნენ.

- მეფეო, თქვენი სამოსი მზად გახლავთ, - მოახსენეს თავდახრით.

- მერედა, რაღას ელით? - შეჰყვირა მეფემ, - მომეხმარეთ, ჩამაცვით.

ფეიქრებმა სკივრს თავი ახადეს და ვითომ სამოსის ამოლაგებასა და მეფის გამოწყობას შეუდგნენ.

ილუსტრირებული ზღაპრები ბავშვებისათვის

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი