ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები (ნაწყვეტი #9)
როგორც კი საათმა შუაღამისა ჩამოკრა, კარი გაიღო და ორი ფეხშიშველა, ჩამოძონძილი კაცუნა შემოვიდა - ხარაზს მუხლამდე თუ მისწვდებოდნენ.
- აჰ! ელფები ყოფილან!.. - აღელვებით წაიდუდუნა ხარაზმა, - იმ წმინდა გვირისტით მაინც უნდა მივმხვდარიყავი!
ელფები მაშინვე დაზგაზე აძვრნენ და მუშაობას შეუდგნენ, თან მხიარულად ღიღინებდნენ:
აბა, დელა, აბა დელი,
ვკეროთ წაღა-ფეხსაცმელი!
ხარაზი და მისი ცოლი გაოგნებული შესცქეროდნენ, როგორ ელავდა ნემსები მათ ხელში. ისე სწრაფად მუშაობდნენ, თვალს ვერ შეასწრებდი.
სულ ცოტა ხანში ელფებმა ერთი წყვილი ფეხსაცმელი შეკერეს.