მეორე საფეხური
» ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები (ნაწყვეტი #8)

ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები (ნაწყვეტი #8)

ნაპირთან თორმეტი მომცრო ნავი იდგა.

ნავებში თვალტანადი უფლისწულები ისხდნენ და მეფის ასულებს ელოდნენ, რათა მეორე ნაპირზე გადაეყვანათ.

მეფის ასულებმა ტბასთან მიირბინეს და ნავებში გადანაწილდნენ. ჯარისკაცი მეფის ნაბოლარა ასულის ნავში ჩაჯდა. ნავი სახიფათოდ ატორტმანდა.

- ამაღამ უცნაური ამბები ხდება, - თქვა მეფის ასულმა, სანამ უფლისწული მთელი ძალ-ღონით უსვამდა ნიჩბებს, რათა როგორმე დანარჩენებს დასწეოდა.

ეს კი თქვა, მაგრამ აბა, რომელი ათხოვებდა ყურს!

როცა ტბა გადაცურეს, უფლისწულებმა ნავები მიაბეს და მეფის ასულები ნაპირზე აიყვანეს.

ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ძმები გრიმები