მეორე საფეხური
» ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები (ნაწყვეტი #7)

ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები (ნაწყვეტი #7)

კარგა ხნის შემდეგ, როცა ტყიდან გაღწევის იმედი მთლად გადაეწურათ, ტყე შეთხელდა და პატარა მდელო გამოჩნდა. ჰენზელმა და გრეტელმა განცვიფრებისაგან თვალები დაატყიჭეს - მდელოზე, მათ წინ, უცნაურზე უცნაური, კოხტა სახლი იდგა.

კედლები პაწია კანფეტებით მოერთოთ, სახურავი შოკოლადისა ჰქონდა და ზედ ბადაგი ჩამოსწურწურებდა. ბაღჩაში, ყვავილების ნაცვლად, მადისაღმძვრელი კექსუნები, უზარმაზარი შაქარყინულები და ჯოხიანი კანფეტები ხარობდა.

ამაზე მეტად განა რა გაახერებდა ორ დამშეულსა და დაქანცულ ბავშვს?!

გრეტელმა ბილიკზე გაირბინა და ერთი შაქარყინული მადიანად გალოკა.

- ნამდვილია! - წამოიძახა სიხარულით.

ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ძმები გრიმები