მეორე საფეხური
» ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები (ნაწყვეტი #1)

ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები (ნაწყვეტი #1)

ზამთრის ღამე იდგა. ციდან ბზრიალ-ტრიალით ეშვებოდა თოვლის ფანტელები და სასტიკად ციოდა, თუმცა ტყის პირას მდგარ მომცრო სახლში ბუხარი ენთო და საამურად თბილოდა.

პირითოვლისა და პირივარდისა წითლად მოგიზგიზე ბუხართან მოკალათებულიყვნენ და სმენად იყვნენ ქცეული: დედა ზღაპარს უამბობდა.

უეცრად კარზე კაკუნი გაისმა.

ამ თოვლში და ყინვაში ვინ უნდა იყოს?! - ჩაილაპარაკა პირითოვლისამ.

- მე გავაღებ, - წამოხტა პირივარდისა, კართან მიირბინა, გამოაღო და კივილი აღმოხდა. მის წინ ვეება მურა დათვი ორ ფეხზე შემდგარიყო.

- ნუ გეშინიათ, არას გავნებთ, - ადამიანივით დაილაპარაკა დათვმა, - ოღონდ ცეცხლთან გამათბეთ.

ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ძმები გრიმები