მეორე საფეხური
» მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #13)

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #13)

ა-ერი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. მარგალიტის სიკაშკაშემ ამომავალი მთვარის შუქიც კი გადაფარა. ის იმდენად ბრწყინავდა, რომ მდინარესა და მთელ არემარეს ვერცხლისფერი ნათება მოეფინა. მშვენიერმა გოგონამ მაღლა ასწია მოელვარე მარგალიტი. ა-ერს მეფე-დრაკონის სასახლეშიც კი არ ენახა მსგავსი ბრწყინვალება. შემდეგ მეფის ასულმა მარგალიტი მაღლა აისროლა და ა-ერმა დაინახა, როგორ გამოჩნდა ცაზე დიდებული სასახლე. მას მოეჩვენა, რომ მოელვარე მარგალიტი ახლა სასახლის სახურავზე ბრწყინავდა.

- ეს შენი ერთგული და სათნო გული გვინათებს მაღლიდან, - უთხრა მეფის ასულმა. 

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ხალხური