მეორე საფეხური
» მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #10)

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #10)

სასახლე განათდა, გაისმა შუშხუნებისა და საზეიმო მუსიკის ხმა, მაგრამ მზეთუნახავს არაფერი გაუგია. მისი შეშფოთებული მზერა კვლავაც ურჩხულისკენ იყო მიპყრობილი. უცებ გოგონას თვალწინ საოცრება მოხდა: ურჩხული აღარსად ჩანდა, მზეთუნახავის ფეხებთან უმშვენიერესი უფლისწული იწვა და მას მადლობას სწირავდა, რადგან სწორედ მზეთუნახავის წყალობით გაქარწყლდა ჯადო.

- ერთმა ბოროტმა ჯადოქარმა დამწყევლა და ურჩხულად მაქცია, სანამ ლამაზი გოგონა არ ისურვებდა ჩემს ცოლობას, - თქვა უფლისწულმა, - მაგრამ დედამიწის ზურგზე არავინ მოიძებნა თქვენნაირი გამბედავი, ვინც ჩემში დამალულ კეთილ თვისებებს დაინახავდა. გთხოვთ, გახდით ჩემი დედოფალი!

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ხალხური