მეორე საფეხური
» მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #8)

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #8)

გარიჟრაჟზე კი, როგორც იქნა, ცა მოიწმინდა და ზღვა დაწყნარდა. მზის ამოსვლამდე გედებმა და ელიზამ გზა განაგრძეს. მზის ჩასვლამდე კარგა ხნით ადრე კი ელიზამ დაინახა ქვეყანა, სადაც კედრის ხეების უმშვენიერესი, ლურჯი ტყეები, ქალაქები და სასახლეები მოჩანდა. ცოტა ხანში ისინი ხვიარა მცენარეებით დაფარულ კლდეზე დაეშვნენ და დიდი გამოქვაბულის წინ მოიყარეს თავი. იქაურობა ხალიჩას ჰგავდა.

- აბა ვნახოთ, როგორ სიზმარს ნახავ ამაღამ, - უთხრა ელიზას უმცროსმა ძმამ და დასაძინებელი ადგილიც აჩვენა.

- ღმერთმა ქნას, სიზმარში ვიხილო, როგორ უნდა გიხსნათ ამ ჯადოსგან! - თქვა გოგონამ.

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ხალხური