მეორე საფეხური
» მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #7)

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #7)

ელიზამ დილაადრიან განაგრძო გზა, მას მოხუცი ქალი შემოხვდა, რომელსაც ხელში კენკრით სავსე კალათი ეჭირა. ქალი ელიზას კენკრით გაუმასპინძლდა. გოგონამ ჰკითხა მოხუცებულს, თერთმეტი ცხენზე ამხედრებული უფლისწულისთვის ხომ არ მოეკრა თვალი.

- უფლისწულები - არა, - უპასუხა მოხუცმა, - მაგრამ გუშინ თერთმეტი გედი ვნახე, თავზე ოქროს გვირგვინები ედგათ. ისინი აქვე ახლოს, მდინარეში, დაცურავდნენ. მოხუცმა ქალმა ელიზა მთის ფერდობთან მიიყვანა, რომლის გასწვრივაც პატარა მდინარე მიედინებოდა. ელიზა მდინარეს გაჰყვა და ერთ დიდ ზღვას მიადგა.

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ხალხური