მეორე საფეხური
» მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #6)

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #6)

თერთმეტივე უფლისწული ულამაზეს გარეულ გედად გადაიქცა. ისინი სახლის ფანჯრებიდან გამოფრინდნენ და ხმაურით გაიჭრნენ ტყისკენ.

გამთენიისას გედები გლეხის კარ-მიდამოსთან მიფრინდნენ, სადაც ერთ-ერთ პატარა ოთახში ელიზას ეძინა. ისინი სახურავის თავზე დაფრინავდნენ, ფრთებით ტაშს უკრავდნენ, დაიკოს ეძახდნენ, მაგრამ ამაოდ. გედები ვერავინ შენიშნა და მათი ხმაც არავის გაუგონია. საბრალო გედები გაფრინდნენ. მათ უზარმაზარი, უღრანი ტყისკენ გასწიეს, რომელიც ზღვის სანაპიროს უერთდებოდა.

ელიზა გლეხის კარზე იზრდებოდა. მთელ დღეს მწვანე ფოთლით თამაშობდა, რადგან სხვა სათამაშო არ ჰქონდა.

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ხალხური