მეორე საფეხური
» მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #5)

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #5)

ერთხელაც ისე მოხდა, რომ სახლში დიდი მეჯლისი უნდა გამართულიყო. მეჯლისზე მოახლეებიც მიიწვიეს და დიდებული ხალხის თვალიერების ნება დართეს. საღამოს ჭილისქუდამ თქვა, რომ ძალინ დაღლილი იყო და შინ დარჩებოდა. მაგრამ როდესაც ყველა წავიდა, გოგონამ გაიხადა ჭილის ლაბადა, პირი დაიბანა და მეჯლისისაკენ გასწია.

აღმოჩნდა, რომ მეჯლისზე მასზე ლამაზი არავინ იყო და მასზე მდიდრული სამოსიც არავის ეცვა. როგორც კი თვალი მოჰკრა სახლის პატრონის ვაჟმა ჭილისქუდას, ერთი ნახვით შეუყვარდა. ჭაბუკს მთელი საღამო მხოლოდ მასთან უნდოდა ცეკვა.

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ხალხური