მეორე საფეხური
» მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #3)

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #3)

ვაჭარმა ცოლს ყური არ უგდო და საკუჭნაოსკენ გაემართა. მან მიაგნო დოქს ბნელ კუთხეში, გახსნა და ზეთისხილის რამდენიმე მარცვალი გადმოყარა. ნაყოფი დამპალი და დაობებული აღმოჩნდა. მაგრამ გაფუჭებულ ზეთისხილში ვაჭარი უცაბედად ოქროს წააწყდა. დიახ, ოქროს! გაოცებულმა ჩაიხედა დოქში და დაინახა, რომ ის ნახევრად ოქროთი იყო სავსე. იგი სასწრაფოდ დაბრუნდა ცოლთან და უთხრა:

- შენ მართალი იყავი, ცოლო, ზეთისხილი გაფუჭებულია. მე კვლავ მაგრად მოვუკარი თავი დოქს და თავის ადგილას დავაბრუნე.

- ჯობდა, საერთოდ არ მიჰკარებოდი, - უპასუხა ცოლმა.

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ხალხური