საბავშვო ლიტერატურის საგანძური (ნაწყვეტი #2)
ბავშვებმა სკოლაში წასვლა დააპირეს, მაგრამ ამ დროს ერთ მწვანე ტოტზე პატარა ჩიტი დაინახეს, რომელიც ძალიან მძიმედ იჯდა, თითქოს უსაქმოაო, და ფრიად საამურ გალობას უსტვენდა.
- ჰეი, შენ, მხიარულო მგალობელო, - დაუძახეს ჩიტს ყმაწვილებმა, - შენ ახლა, როგორც გეტყობა, სრულებით საქმე არა გაქვს რა; მოდი ჩვენთან, ითამაშე.
- როგორ? - გამოუსტვინა გაჯავრებულმა ჩიტმა. - მე უსაქმოდ ვარ? განა ის საქმე არ არის, რომ ჩემი პატარა ბარტყებისათვის მთელ დღეს კოღოებს ვიჭერდი? ისე დავიღალე, რომ ფრთების მაღლა აწევა აღარ შემიძლია.