მეორე საფეხური
» საბავშვო ლიტერატურის საგანძური (ნაწყვეტი #1)

საბავშვო ლიტერატურის საგანძური (ნაწყვეტი #1)

ყმაწვილები დაღონდნენ, რადგანაც ყველა საქმობდა და მათთან თამაში არავის უნდოდა. მერე რუსკენ გაიქცნენ. ქვებზე მხიარულად მიჩანჩქარებდა წყლის ნაკადული, რომელსაც ზედ შუა ჭალაზე დაედო გზა. ყმაწვილებმა ნაკადულს მიაძახეს:

- ეი, შენ, რახრახავ, უთუოდ საქმე არა გაქვს რა, მოდი, ჩვენთან ითამაშე.

ნაკადულმა გაჯავრებით ჩაიჩახჩახა:

- როგორ? მე საქმე არა მაქვს? აი, თქვე ზარმაცებო, თქვენა! აბა, ერთი შემომხედეთ: დღედაღამ ვმუშაობ და ერთ წუთსაც არ მაქვს მოსვენება: მინდორს ვრწყავ, ხალხსა და ცხოველებს წყურვილს ვუკლავ, სარეცხსა ვრეცხავ.

საბავშვო ლიტერატურის საგანძური

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იაკობ გოგებაშვილი