მეორე საფეხური
» საბავშვო ლიტერატურის საგანძური (ნაწყვეტი #4)

საბავშვო ლიტერატურის საგანძური (ნაწყვეტი #4)

თევზის ჭერას ისე გატაცებით მივსდევდი, რომ ხშირად მთელ დღეს ფშნებში ვაღამებდი და მარტო ხმელი პურის ამარა ვრჩებოდი. იქნებ, გეგონოთ, თევზის ჭამისთვის სული მიმდიოდა და ამიტომ ვიყავი ასე გატაცებული? სრულიადაც არა. თევზს საჭმელად ძალიან ნაკლებად ვეწყობოდი და ხიზილალა ხომ თვალის დასანახავად მეჯავრებოდა. მაშ, რად მეხალისებოდა ასე ძლიერ თევზის ჭერა? ჯერ იმიტომ, რომ სასიქადულო საქმედ მიმაჩნდა, ყოჩაღობად ვთვლიდი და მერე იმიტომ, რომ მშობლებისთვის თევზი სანატრელი საჭმელი იყო; ხოლო მე მათ სიამოვნებას და ქებას ძვირად ვაფასებდი.

საბავშვო ლიტერატურის საგანძური

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იაკობ გოგებაშვილი