მეორე საფეხური
» საბავშვო ლიტერატურის საგანძური (ნაწყვეტი #3)

საბავშვო ლიტერატურის საგანძური (ნაწყვეტი #3)

პატარაობისას თევზაობა ძლიერ მიყვარდა. ჩვენი სოფლის არემარეც ხელს მიწყობდა. თვითონ შუაგულ სოფელში რამდენიმე ვეებერთელა წყარო მოჩუხჩუხებდა მიწიდან. სოფლის გარშემო ადგილები ხომ სულ სავსე იყო ცივ-ცივი წყაროებით. წყაროების სათავეები დაჩრდილული იყო ირგვლივ ჩარგული ნერგებითა და ზაფხულში იქ საამური სიგრილე ტრიალებდა. ამ ჩრდილში დასვენება, ყინულივით ცივი წყლით წყურვილის მოკვლა ზაფხულის პაპანაქებაში  ნეტარება იყო.

 

საბავშვო ლიტერატურის საგანძური

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იაკობ გოგებაშვილი