მეორე საფეხური
» ნამდვილი და მოგონილი ამბები (ნაწყვეტი #6)

ნამდვილი და მოგონილი ამბები (ნაწყვეტი #6)

მოხუცმა ნელა დაიწყო თოკის ამოხვევა. დიდხანს ახვია გორგალი. ბოლოს კუთხეში მიაგდო. მერე კი უხალისოდ, მძიმედ დაეშვა სკამზე...

ბაბუა კოტე წამოდგა. იქვე, კუთხეში მიყუდებულ თავის ერთგულ ჯოხს დაავლო ხელი. ჩალის ქუდი დაიხურა. გარეთ გამოვიდა და კარი გამოიკეტა.

მესამე სართულზე ლიფტიდან ნაცნობი მოხუცი ქალი გამოვიდა კალათით ხელში. კოტე გულთბილად მიესალმა, კალათა ჩამოართვა და კარამდე მიაცილა. ერთხანს ისაუბრეს. მერე ბაბუამ გზა განაგძო  და ეზოში მოთამაშე შვილიშვილისკენ გასწია.

ნამდვილი და მოგონილი ამბები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე