მეორე საფეხური
» ნამდვილი და მოგონილი ამბები (ნაწყვეტი #5)

ნამდვილი და მოგონილი ამბები (ნაწყვეტი #5)

რამდენიმე ტოლი ბიჭი ერთად ვთამაშობდით. მწყემსი ციხელის სიტყვები გარკვევით გვესმოდა. მას ტანზე თხის ტყავი ეცვა. თავზე თხისავე ტყავის წოწლოკინა ქუდი ეხურა. სახე მოღუშული ჰქონდა. თხებსა და ცხვრებს მოერეკებოდა. ჩვენკენ მოდიოდა და თან თავისთვის ლაპარაკობდა:

- არა, ყურცქვიტავ, არ გაგიშვებ, არა. ჩემთან უნდა იყო!

- ვინ გაგაჯავრა, ძია, ვინ? - ვკითხეთ ციხელს.

- ვინა? - მოიბრუნა პირი ჩვენკენ. თითქოს ახლა დაგვინახაო.

- კურდღელმა გამაჯავრა. გამიშვი და გამიშვიო, მეხვეწება! - თქვა მან და თან სახე უფრო მოეღუშა.

ნამდვილი და მოგონილი ამბები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე