მეორე საფეხური
» ნამდვილი და მოგონილი ამბები (ნაწყვეტი #2)

ნამდვილი და მოგონილი ამბები (ნაწყვეტი #2)

ძველ დროს არსებობდა ერთი ქვეყანა - კუდაბზიკეთი. ოდესღაც ის სახელგანთქმული ქვეყანა იყო. მერე თანდათან დაეცა. ბოლოს აქაურები ნაცარქექიობის მეტს ვერაფერს ახერხებდნენ. ჰოდა, მათ დასახმარებლად რაღა საჭირო იყო ლომი და ვეშაპი?! კუდაბზიკელებს ჭიაღუაც კი დიდი რამე ეგონათ!

დადგა დრო და კუდაბზიკეთში არჩევანზე მიდგა საქმე. ორად გაიყვნენ. სათაყვანებელი კანდიდატები მწერებიდან შეარჩიეს: ერთმა მხარემ ტილი გამოიყვანა, მეორემ - რწყილი. ვერ შეთანხმდნენ. მოუვიდათ ჩხუბი. დაერივნენ ერთმანეთს... ბოლოს, როგორც იქნა, არჩევნებს მორჩნენ და ძველებურად დაეყარნენ კერის ძირში. აღარაფერი აინტერესებდათ.

ნამდვილი და მოგონილი ამბები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე