მეორე საფეხური
» ნამდვილი და მოგონილი ამბები (ნაწყვეტი #1)

ნამდვილი და მოგონილი ამბები (ნაწყვეტი #1)

ლეილამ პატარა პეტო  ნიჩბისა და ვედროს მოსატანად გაგზავნა.

- ბაბუა, ბაბუა, ბაბუუ! - წვრილი ხმით ყვიროდა ბავშვი.

მეხუთე სართულიდან მოხუცმა გადმოიხედა.

- ბაბუ, ჩემი ვედრო და ნიჩაბი ჩამოუშვი, რა, - შეეხვეწა ქვევიდან.

ბაბუამ გრძელი თოკი სწრაფად მოაბა პატარა ვედროს, შიგ ნიჩაბი ჩადო და ნელა დაუშვა.

პეტომ უცებ მოხსნა ორივე სათამაშო და უკანმოუხედავად გავარდა ქვიშის ყუთისაკენ.

დაიწყო გვირაბების, ლიანდაგების, გზების გამალებული მშენებლობა.

ნამდვილი და მოგონილი ამბები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე