მეორე საფეხური
» მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #13)

მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #13)

სადილობის დროს ესაკიამ სთხოვა დედას:

- დედა, გიდელი შენ დაცალე, მე კი ხეზე ავალ და ყურძენს დავკრეფ.

დედა არ თანხმდებოდა: ჯერ პატარა ხარო, ეშინოდა, არ ჩამოვარდესო, მაგრამ მერე ნება დართო და, როგორც მამამ, ესაკიამაც ჩაიმაგრა წელში მისთვის საგანგებოდ დაწნული პატარა გიდელი და ავარდა ხეზე. მამამ კი დაისვენა, ჩიბუხი მოსწია, ცოტა ხანს დაიძინა და მერე ისიც ავიდა ხეზე. ნასადილევს უფრო ხშირად ისმოდა ხმა, ერთი ბოხი და მეორე -  წვრილი, მამასი და ესაკიასი.

- ჰა, გიდელი!

- ჰა, გიდელი!

მახობელა და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე