მეორე საფეხური
» მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #11)

მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #11)

დღეს განსაკუთრებით მიეჩქარებოდა დათიკოს სახლში და სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ, გათავდა თუ არა გაკვეთილები, მაშინვე აიღო თავისი წიგნები ხელში და საჩქაროდ გამოვიდა დერეფანში. მწკრივად დაკიდულ პალტოებში ამოარჩია თავისი დაცრეცილი პალტო, ჩაიცვა და პირველი გამოვიდა გარეთ. ბურუსიანი დღე იყო. ხშირი, მსხვილი თოვლი მოდიოდა, მაგრამ დათიკო ყურადღებას არ აქცევდა ამას და მარდად მიაბიჯებდა თავის პაწია, გამხდარ ფეხებს. დათიკო გამხდარი, მომცრო ტანის ბიჭი იყო, მაგრამ ყოჩაღად ეჭირა თავი.

 

მახობელა და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე