მეორე საფეხური
» მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #10)

მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #10)

მე გამოვიჩეკე ერთ მშვენიერ დღეს აფრიკის დიდ და უდაბურ ტყეში, ერთი უზარმაზარი ხის ღრმა ფუღუროში. ოთხი და-ძმა ვიყავით. დედ-მამა გვივლიდა და გვანებივრებდა, გვიზიდავდა საჭმელს და გვართობდა სხვადასხვა ამბით.

იმათ გვიამბეს, რომ თუთიყუშები სხვადასხვა ჯიშისანი არიან, რომ ჩვენი შორეული ნათესავები არიან გუგულები და ყვავები, რომლებიც აქ, თქვენს ქვეყანაში, საქართველოში, ცხოვრობენ.

მახობელა და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე