მეორე საფეხური
» მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #8)

მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #8)

ნიკო ყოველთვის მორთული იყო სუფთა, მშვენიერი ტანისამოსით. მას დღეში ხანდახან ორჯერაც უცვლიდნენ, ფეხსაცმელებიც კოხტა ეცვა; ფეხშიშველა მათიას კი ერთადერთი ხალათი ეცვა და თავზე ძია ფილიპეს ნაჩუქარი ქუდი ისე ჰქონდა ჩამოფხატული, რომ ყურის ბიბილოები ორად შეჰკეცვოდა. ნიკოს უხვად ჰქონდა ნოყიერი, ტკბილი საჭმელი, იმაზე ბევრად მეტი, რაც უნდოდა, მათიას კი ხშირად ხმელი პურის ნატეხიც ენატრებოდა...

აი, რა დიდი განსხვავება იყო ამ ორ პაწიას შორის და შეიძლება ამიტომაც შენატროდნენ ერთმანეთის ბედს.

მახობელა და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე