მეორე საფეხური
» მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #7)

მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #7)

პატარა ნაკადულის პირას ამოვიდა დიდი, ლამაზი ყვავილი. ნაკადულს ყვავილი უყვარდა, ურწყავდა ძირს და ნაზ სიმღერებს უმღეროდა. ერთხელ მეტი სიყვარულით ნაკადულმა ბევრი წყალი შეაშხაპუნა და დაასველა ყვავილი. ყვავილი გაუჯავრდა ნაკადულს:

- თავი მომაბეზრა ამ საძაგელმა ღელემ, - თქვა მან, - სულ დამისველა და გამიფუჭა ჩემი მშვენიერი კაბა! წადი, დაიკარგე აქედან, ახლოს აღარ მომეკარო! ნაკადულს გული ატკინა ყვავილის საყვედურმა. დაიწია უკან და მოშორდა ყვავილს. მზე უფრო და უფრო აცხუნებდა. ყვავილს მოსწყურდა, კაბა დაემტვერა და დასუსტდა. - ნეტავი აქ იყოს ახლა ჩემი საყვარელი ნაკადული, - ნატრობდა ყვავილი და ეძებდა თავის მეგობარს.

მახობელა და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე