მეორე საფეხური
» მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #5)

მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #5)

ზაფხულობით მოფრინდებოდა ხოლმე ბეღურა ბეღურაშვილი მდინარის პირას და დაიძახებდა:

- ჰეი, ძმაო თევზო თევზიანიძევ, გამარჯობა, როგორა ხარ?

- არა მიშავს რა, ვცხოვრობ, - უპასუხებდა თევზი თევზიანიძე, - მობრძანდი, მეწვიე, ძმაო, საუცხოოა, ღრმად თუ ჩაიყურყუმალავებ წყალში, ძირს წყალი წყნარად დგას, არ ინძრევა. მიირთვი ყოველნაირი წყლის ბალახი, გნებავს - ბაყაყის კვერცხები, რამდენიც გინდა - წყლის ჭიაღუა...

- მადლობელი ვარ, ძმაო, გესტუმრებოდი, მაგრამ წყლის მეშინია, უმჯობესია, შენ მესტუმრო, აი, ჩვენი სახლის სახურავზე. რამდენიც გინდა, იმდენ ხილს მოგართმევ, მთელი ბაღი ჩემს განკარგულებაშია.

მახობელა და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე