მეორე საფეხური
» მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #2)

მახობელა და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #2)

ძია კოტემ დახედა დედოფალას, მაჯა გაუსინჯა, შუბლზე ხელი დაადო და უთხრა:

- მართალია, ძალიან ავად არის, გაციებულია, მაგრამ არა უშავს. ახლავე წამალი დავალევინოთ. ერთი კოვზი მურაბა რომ გადავაყლაპოთ, მორჩება.

- როგორ ფიქრობთ, ექიმო, ერთი კოვზი ეყოფა?

- ეყოფა. ცოტა წყალიც უნდა დაატანოს.

- მაშ, მოიტათ ჩქარა, მანდ არის, განჯინაში,  მხოლოდ დიდი კოვზი გამოიღეთ.

ექიმმა გამოიღო განჯინიდან ერთი კოვზი მურაბა და გადააყლაპა.

მახობელა და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე