მეორე საფეხური
» ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #15)

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #15)

ბროლიამ კარგად იცოდა ადამიანების ხასიათი, ადვილად არჩევდა კეთილსა და ბოროტს. ამიტომაც, დაინახა თუ არა თავისთვის მიმავალი ფიქრებში ჩაძირული მოხუცი, მაშინვე მოეწონა, მასში სანდო, კეთილი ადამიანი შეიცნო და უყოყმანოდ აედევნა. მოხუცმა მალევე შენიშნა ადევნებული ძაღლი და ჯერ ნაბიჯი შეანელა, შემდეგ შეჩერდა. ბროლიამაც შეანელა ნაბიჯი და საწყალი თვალებით შეაცქერდა ადამიანს. ძაღლი იმ დღეს სილამაზითა და სისუფთავით ნამდვილად ვერავის მოხიბლავდა, ტალახით ისე მოსვრილიყო, ძნელი გასარჩევი იყო მისი ბეწვის ბუნებრივი ფერი.

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტარიელ ხავთასი